top of page

მთელი, რომელიც ნაწილების ჯამზე მეტია

1 h
60 ქართული ლარი

Service Description

რუმა ორგანიზაციებს სთავაზობს არტ-თერაპიული აქტივობებით გაჯერებულ ვორქშოფებს და თემატურ მასტერკლასებს, რომელიც ეხმიანება თანამშრომლების აქტუალურ საჭიროებებს. ეს აქტივობები დადებითად მოქმედებს თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე, ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, აქვს თერაპიული ეფექტი და აჩენს შინაგანი ბალანსისა და კმაყოფილების განცდას. თანამედროვე ორგანიზაციებისთვის გუნდური წარმატება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს. გუნდური წარმატების გზა გუნდურ ფასეულობებზე, ამ ფასეულობებით გუნდის წევრების შეჭიდულობასა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარებაზე გადის. ხატვით და კოლაჟის გამოყენებით, გუნდის წევრები კრეატულად გამოხატავენ თავიანთ ინდივიდუალურ ფასეულობებს, რომელსაც აერთიანებენ გუნდურ ფასეულობებად და ქმნიან საერთო კოლაჟს. პროცესში გამოყენებულია ქოუჩინგისა და არტთერაპიის ტექნიკები, რაც იწვევს გუნდის ყველა წევრის მაქსიმალურ ჩართულობას, შემოქმედებითი რესურსების გაღვიძებას და გუნდის წევრების საერთო ღირებულებებისა და მიზნის ირგვლივ გაერთიანებას.


დაგვიკავშირდით

ვაჟა-ფშაველას გამზირი

მე-2 კვარტალი, მე-5 შენობა

თბილისი, საქართველო

+995 597 90 77 00
+995 599 65 17 17
contact@ruma.ge

  • Instagram
  • Facebook

შეავსე ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით

მადლობა, რომ დაგვიკავშირდით!

bottom of page