ჩემი მანდალა
Service Description
რუმა ორგანიზაციებს სთავაზობს არტ-თერაპიული აქტივობებით გაჯერებულ ვორქშოფებს და თემატურ მასტერკლასებს, რომელიც ეხმიანება თანამშრომლების აქტუალურ საჭიროებებს. ეს აქტივობები დადებითად მოქმედებს თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე, ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, აქვს თერაპიული ეფექტი და აჩენს შინაგანი ბალანსისა და კმაყოფილების განცდას. მანდალა ბუდისტური სიმბოლოა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ფსიქოთერაპიაში, როგორც საკუთარ ქვეცნობიერთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა. მანდალა ჩვენი ფსიქიკის პროექციაა, რომელიც საკუთარ თავში გარკვევასა და ჰარმონიის მიღწევაში გვეხმარება. იგი ერთგვარი მედიტაციაა, რომელიც აცოცხლებს ჩვენს შინაგან შემოქმედებით რესურსებს. მანდალას მოხატვის აქტივობა (იქნება ეს კერამიკა, ქვა, ფურცელი და ა.შ.) დადებითად მოქმედებს ინდივიდების მენტალურ ჯანმრთელობაზე: მანდალას უპირატესობები: - ხელს უწყობს რელაქსაციას, ხსნის დაძაბულობას - ამცირებს სტრესის დონეს - ავითარებს კრეატიულობას - აძლიერებს ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარს - ამცირებს შფოთვის დონეს - ავითარებს თვითგამოხატვას - ეხმარება გაცნობიერებაში - ხელს უწყობს სიცხადის შეგრძნებას - აქვს მედიტაციური ეფექტი


