top of page
WhatsApp Image 2024-10-03 at 14.02.33_d4f75ae2.jpg

რუმა 2024 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ფსიქოგანათლებისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა. მუდმივი ცვლილებების ეპოქაში ადამიანების ფსიქიკა განიცდის ძლიერ და პერმანენტულ ზეწოლას, მთლიანობის რღვევასა და დისბალანსს. ეს ყოველივე კი ნეგატიურად აისახება, როგორც ინდივიდების, ასევე ნებისმიერი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. სტრესი, შფოთვა,  გამოფიტვა და გადაწვა, კონფლიქტები და ცვლილებებთან ადაპტაციის სირთულეები თითქმის ყველა თანამედროვე ადამიანისა თუ ორგანიზაციის გამოწვევაა. რუმას სერვისები და პროდუქტები სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად შეიქმნა. ჩვენ ინდივიდებსა და ორგანიზაციებს ვთავაზობთ ფსიქო-კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიას, პიროვნული ზრდისა და განვითარების ტრენინგებსა და არტ-თერაპიულ ვორქშოფებს.

øneheart x reidenshi - snowfall
00:00 / 02:03
დამფუძნებლები
WhatsApp Image 2024-12-06 at 15.38.58.jpeg

რუსუდან თელია

მმართველი პარტნიორი

​

ფსიქოლოგიის მაგისტრი | მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტი & ფსიქოთერაპევტი | პიროვნული და ლიდერობის განვითარების ტრენერი 

​

ორგანიზაციებში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 27 წლიანი გამოცდილებით. „მწამს და მჯერა, რომ ინდივიდის მიერ საკუთარი თავის უკეთ დანახვა და გაცნობიერება, ნებისმიერ გარემოსთან (იქნება ეს ორგანიზაცია, თანამშრომლები თუ მიკრო გარემო) ჯანსაღი და შემოქმედებითი ურთიერთობის დამყარება მენტალური კეთილდღეობის, პიროვნული ზრდისა და განვითარების ქვაკუთხედია“

WhatsApp Image 2024-10-15 at 12.28_edite

მაია ცანავა

მმართველი პარტნიორი

​

ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მაგისტრი | არტ-თერაპევტი | პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი | სერტიფიცირებული ბიზნეს ადმინისტრატორი

​​

საბანკო და ჰოლდინგურ კომპანიაში მენეჯერულ პოზიციებზე 19 წლიანი გამოცდილებით, ძირითადად სტრატეგიულ მენეჯმენტში, ადამიანური კაპიტალის მართვისა და ხარისხის მართვის მიმართულებით. “ჩემი გამოცდილებისა და ცოდნის ერთობლიობა საშუალებას მაძლევს შევიმუშავო მოთხოვნაზე მორგებული პროგრამები, როგორც ჯგუფებისთვის, მიკროგუნდებისთვის, ასევე ცალკეული ინდივიდებისთვის”. 
"კორპორატიულ სამყაროში სისტემის სიძლიერე მდგომარეობს მისი ინდივიდების კეთილდღეობაში. როდესაც პრიორიტეტს ვანიჭებთ მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობას, ამით თითოეულ ადამიანს ვაძლევთ პოტენციალის გახსნის შესაძლებლობას. მჯერა, რომ მენტალურად ჯანმრთელი ადამიანები ქმნიან ჯანსაღ გუნდებს, ჯანსაღ სამუშაო გარემოს, შესაბამისად იქმნება ჯანსაღი საზოგადოება."

​​​

ჩვენი მისია

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ინდივიდებისა და ორგანიზაციების დონეზე ფსიქო-განათლებით და ფსიქოთერაპიით, შემოქმედებითი და ჰოლისტიკური მიდგომების გზით. გვწამს და გვჯერა, რომ მხოლოდ მენტალურად დაბალანსებულ და პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანებს შეუძლიათ ჯანსაღი გარემოს შექმნა, რაც საზოგადოების მენტალური კეთილდღეობის საფუძველია.

ჩვენი ღირებულებები
მხარდაჭერა

მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანები თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ.

შემოქმედებითობა

გვჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება შემოქმედებითი რესურსებით, რომლის აღმოჩენა და განვითარება პიროვნული ზრდისა და კეთილდღეობის საფუძველია.

ავთენტურობა

ავთენტურობა ჩვენთვის ნამდვილი და ღრმა ურთიერთობების აშენების  ქვაკუთხედია.

მთლიანობა

ადამიანს და ნებისმიერ სისტემას ვუყურებთ როგორც მთლიანობას და გვჯერა, რომ მათში სასიკეთო ცვლილებები სწორედ ამ მთლიანობის დანახვითა და მასთან შეხებით იწყება.

გამბედაობა

ჩვენ გვჯერა, რომ რეალობის დანახვა და მიღება, ცვლილებებთან შემოქმედებითი ადაპტაცია და ზოგადად პიროვნული ზრდა გაბედული ნაბიჯების გადადგმით მიიღწევა.

ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს, როდესაც:
რუმა ლოგო.png

თანამშრომლებს აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გადაწვა, გამოფიტვა, შფოთვის დონის მატება, პროდუქტიულობისა და მოტივაციის მკვეთრი ვარდნა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება

რუმა ლოგო.png

მოსალოდნელია სეზონური დატვირთულობა და თანამშრომლები საჭიროებენ შესაბამის ფსიქოლოგიურ მომზადებას

რუმა ლოგო.png

სამუშაო მძიმე და სტრესულია და თანამშრომლებს სჭირდებათ რეგულარული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

რუმა ლოგო.png

ორგანიზაციაში ძირეული ცვლილებებია და თანამშრომლები საჭიროებენ ცვლილებებით გამოწვეულ სტრესთან განმკლავებას და ადაპტაციას

რუმა ლოგო.png

თანამშრომლებს აქვთ ხშირი კონფლიქტები და ურთიერთობის სირთულეები ერთმანეთთან

რუმა ლოგო.png

თანამშრომლებს სჭირდებათ შემოქმედებითი უნარების განვითარება სირთულეების გადასალახად და პრობლემების გადაჭრის უნიკალური გზების აღმოსაჩენად

რუმა ლოგო.png

თანამშრომლები არ არიან შეკავშირებულები და საჭიროებენ ნდობის ველის შექმნას როგორც გუნდის შიგნით, ისე სხვა გუნდების წევრებთან

რუმა ლოგო.png

მენეჯმენტი ზრუნავს თანამშრომლების ფსიქო-განათლებაზე, მენტალურ კეთილდღეობასა და მათ პიროვნულ განვითარებაზე

როგორ ვმუშაობთ და რა არის ჩვენი უნიკალურობა

აკადემიური განათლება ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში, ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კვლევითი კომპეტენციები გვეხმარება ჰოლისტიკური და ინდივიდუალური მიდგომების შემუშავებაში.

დიაგნოსტირება (ინტერვიუირება, ტესტირება, ექსპერტული შეფასება, დაკვირვება) ჩვენი სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია, რაც გვეხმარება აქტუალური საკითხების იდენტიფიცირებაში.

არტ-თერაპიის, ქოუჩინგის და გეშტალტ-თერაპიის ტექნიკების დახმარებით ჩვენი საქმიანობა შემოქმედებითი და მრავალფეროვანია.

ჩვენ ფსიქოლოგიურ საკითხებს, სიღრმისეულ თემებს და გამოწვევებს გამოყენებით ენაზე ვთარგმნით.

ჩვენი ფასეულობები ჩვენი პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

კლიენტებთან ნამდვილი და გულწრფელი ურთიერთობით ჩვენ ვაშენებთ ნდობის ველს, რითაც ვქმნით მყარ ნიადაგს სასიკეთო ცვლილებებისთვის.

დაგვიკავშირდით

ვაჟა-ფშაველას გამზირი

მე-2 კვარტალი, მე-5 შენობა

თბილისი, საქართველო

​

+995 597 90 77 00
+995 599 65 17 17
contact@ruma.ge

  • Instagram
  • Facebook

შეავსე ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით

მადლობა, რომ დაგვიკავშირდით!

bottom of page