top of page
არტთერაპიული აქტივობები

რუმა ორგანიზაციებს სთავაზობს არტ-თერაპიული აქტივობებით გაჯერებულ ვორქშოფებს და თემატურ მასტერკლასებს, რომელიც ეხმიანება თანამშრომლების აქტუალურ საჭიროებებს. ეს აქტივობები დადებითად მოქმედებს თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე, ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, აქვს თერაპიული ეფექტი და აჩენს შინაგანი ბალანსისა და კმაყოფილების განცდას.

Untitled-1.png
მთელი, რომელიც ნაწილების ჯამზე მეტია

თანამედროვე ორგანიზაციებისთვის გუნდური წარმატება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს. გუნდური წარმატების გზა გუნდურ ფასეულობებზე, ამ ფასეულობებით გუნდის წევრების შეჭიდულობასა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარებაზე გადის. ხატვით და კოლაჟის გამოყენებით, გუნდის წევრები კრეატულად გამოხატავენ თავიანთ ინდივიდუალურ ფასეულობებს, რომელსაც აერთიანებენ გუნდურ ფასეულობებად და ქმნიან საერთო კოლაჟს. პროცესში გამოყენებულია ქოუჩინგისა და არტთერაპიის ტექნიკები, რაც იწვევს გუნდის ყველა წევრის მაქსიმალურ ჩართულობას, შემოქმედებითი რესურსების გაღვიძებას და გუნდის წევრების საერთო ღირებულებებისა და მიზნის ირგვლივ გაერთიანებას.

შექმენი და გააცოცხლე

ეს აქტივობა თიხაზე ძერწვასა და მოხატვას მოიცავს. იგი ხელს უწყობს წარმოსახვისა და კრეატულობის განვითარებას, „აქ და ამჟამად“ ყოფნას და შინაგანი ბალანსის აღდგენას. პროცესი არის რელაქსაციური და დადებითად მოქმედებს სტრესის შემცირებაზე. მონაწილეები თავიანთი ფანტაზიითა და სურვილის მიხედვით ქმნიან ნივთებს, რომელიც სამახსოვროდ რჩებათ.

WhatsApp Image 2024-11-12 at 11.00_edited.jpg
438702258_122143814828198506_6739995894641763212_n.jpg
ჩემი მანდალა

მანდალა ბუდისტური სიმბოლოა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ფსიქოთერაპიაში, როგორც საკუთარ ქვეცნობიერთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა. მანდალა ჩვენი ფსიქიკის პროექციაა, რომელიც საკუთარ თავში გარკვევასა და ჰარმონიის მიღწევაში გვეხმარება.  იგი ერთგვარი მედიტაციაა, რომელიც აცოცხლებს ჩვენს შინაგან შემოქმედებით რესურსებს.

მანდალას მოხატვის აქტივობა (იქნება ეს კერამიკა, ქვა, ფურცელი და ა.შ.) დადებითად მოქმედებს ინდივიდების მენტალურ ჯანმრთელობაზე:

  • ხელს უწყობს რელაქსაციას, ხსნის  დაძაბულობას

  • ამცირებს სტრესის დონეს

  • ავითარებს კრეატიულობას

  • აძლიერებს ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარს

  • ამცირებს შფოთვის დონეს

  • ავითარებს თვითგამოხატვას

  • ეხმარება გაცნობიერების პროცესს

  • ხელს უწყობს სიცხადის შეგრძნებას

  • აქვს მედიტაციური ეფექტი

ჩემი ემოციების კომპასი

ამ პროგრამის მიზანია  არტთერაპიის სხვადასხვა ტექნიკების (თიხაზე ძერწვა, ხატვა, კოლაჟი, ნეიროგრაფიკა, ჯგუფური დისკუსია და სხვა). საშუალებით ემოციური ინტელექტის განვითარება, კონფლიქტებისა და აგრესიის  გაცნობიერება, დაგროვილი ნეგატიური ემოციების გამოხატვა შემოქმედებითი გზით და მისი გარდაქმნა განვითარების რესურსად.

 

ეს მოდული შექმნილია როგორც ბავშვებისთვის (6-11), ასევე მოზარდებისთვის (12-18) და ზრდასრულებისთვის

IMG_8088 копия.jpg
IMG_7951 копия.jpg
ფერადი კავშირები
მშობელი და ბავშვი

ყველა ბავშვისთვის ფასეულია მშობელთან ერთად გატარებული ხარისხიანი დრო. ამ დროის გამონახვა კი თანამედროვე დასაქმებული მშობლისთვის ძალიან რთულია. აჩქარებული ტემპისა და ხშირი ცვლილებების ფონზე იზრდება სტრესი და დაძაბულობა, როგორც ინდივიდების დონეზე, ასევე ოჯახებში.

 

ჩვენთან თქვენს შვილებთან ერთად ყველაზე შინაარსიანი დროის გატარებას გთავაზობთ.

თქვენ ერთად შეძლებთ საკუთარი ხელით შექმნათ ნივთი, რომელშიც მშობლისა და შვილის ფანტაზია, ინტერესი და სურვილები გათვალისწინებული და ინტეგრირებული იქნება.

ეს ერთობლივი აქტივობა:​

  • აძლიერებს მშობელსა და ბავშვს შორის ემოციურ კავშირს

  • აუმჯობესებს კომუნიკაციას

  • ავითარებს შემოქმედებითობას

  • ააქტიურებს თვითგამოხატვის უნარს და მიღწევის შეგრძნებას მშობლის მხარდაჭერით

გისმენ და გითვალისწინებ

ამ აქტივობის მიზანია ინდივიდებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება, ღრმა და ცოცხალი კავშირის დამყარება ერთობლივი ნივთის (გამოიყენება სხვადასხვა მასალა) შექმნის გზით. პროცესი გიდირებულია აქტუალური საკითხების შესაბამისად. ხელს უწყობს ურთიერთობაში პრობლემური თემების წარმოჩენასა და ჯანსაღი კონტაქტის დამყარების შესაძლებლობებს.

IMG_8165 копия.jpg
il_570xN_edited.jpg
შინაგანი საყრდენი 
("RESILIENCE STONES")

ეს აქტივობა ხელს უწყობს მენტალური მედეგობის
გაუმჯობესებას. კერძოდ, ააქტიურებს ინდივიდის
შინაგან რესურსებს, ეხმარება მას საკუთარი „სუპერ
ძალის“ გაცნობიერებაში, ხელს უწყობს თვით-
დახმარების მექანიზმების ამუშავებას. მთლიანობაში
მოაქვს დადებითი განწყობა და სამყაროსთან
კავშირის შეგრძნება.

დაგვიკავშირდით

ვაჟა-ფშაველას გამზირი

მე-2 კვარტალი, მე-5 შენობა

თბილისი, საქართველო

+995 597 90 77 00
+995 599 65 17 17
contact@ruma.ge

  • Instagram
  • Facebook

შეავსე ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით

მადლობა, რომ დაგვიკავშირდით!

bottom of page