ფერადი კავშირები (მშობელი და ბავშვი)
Service Description
რუმა ორგანიზაციებს სთავაზობს არტ-თერაპიული აქტივობებით გაჯერებულ ვორქშოფებს და თემატურ მასტერკლასებს, რომელიც ეხმიანება თანამშრომლების აქტუალურ საჭიროებებს. ეს აქტივობები დადებითად მოქმედებს თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე, ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, აქვს თერაპიული ეფექტი და აჩენს შინაგანი ბალანსისა და კმაყოფილების განცდას. ყველა ბავშვისთვის ფასეულია მშობელთან ერთად გატარებული ხარისხიანი დრო. ამ დროის გამონახვა კი თანამედროვე დასაქმებული მშობლისთვის ძალიან რთულია. აჩქარებული ტემპისა და ხშირი ცვლილებების ფონზე იზრდება სტრესი და დაძაბულობა, როგორც ინდივიდების დონეზე, ასევე ოჯახებში. ჩვენთან თქვენს შვილებთან ერთად ყველაზე შინაარსიანი დროის გატარებას გთავაზობთ. თქვენ ერთად შეძლებთ საკუთარი ხელით შექმნათ ნივთი, რომელშიც მშობლისა და შვილის ფანტაზია, ინტერესი და სურვილები გათვალისწინებული და ინტეგრირებული იქნება. ეს ერთობლივი აქტივობა: • აძლიერებს მშობელსა და ბავშვს შორის ემოციურ კავშირს; • აუმჯობესებს კომუნიკაციას; • ავითარებს შემოქმედებითობას; • ააქტიურებს თვითგამოხატვის უნარს და მიღწევის შეგრძნებას მშობლის მხარდაჭერით.


