ჩემი ემოციების კომპასი
აქტივობების სერია
Service Description
რუმა ორგანიზაციებს სთავაზობს არტ-თერაპიული აქტივობებით გაჯერებულ ვორქშოფებს და თემატურ მასტერკლასებს, რომელიც ეხმიანება თანამშრომლების აქტუალურ საჭიროებებს. ეს აქტივობები დადებითად მოქმედებს თანამშრომლების მენტალურ კეთილდღეობაზე, სტრესის შემცირებაზე, ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, აქვს თერაპიული ეფექტი და აჩენს შინაგანი ბალანსისა და კმაყოფილების განცდას. ამ პროგრამის მიზანია არტთერაპიის სხვადასხვა ტექნიკების (თიხაზე ძერწვა, ხატვა, კოლაჟი, ნეიროგრაფიკა, ჯგუფური დისკუსია და სხვა). საშუალებით ემოციური ინტელექტის განვითარება, კონფლიქტებისა და აგრესიის გაცნობიერება, დაგროვილი ნეგატიური ემოციების გამოხატვა შემოქმედებითი გზით და მისი გარდაქმნა განვითარების რესურსად. ეს მოდული შექმნილია როგორც ბავშვებისთვის (6-11), ასევე მოზარდებისთვის (12-18) და ზრდასრულებისთვის.


